თანამშრომლობა The Globe საერთაშორისო პროგრამასთან
   ვაგრძელებთ წარმატებულ თანამშრომლობას The GLOBE საერთაშორისო პროგრამასთან! ჩვენი სკოლის დელეგაცია ჩეხეთის ქალაქ მიელნიკში დაესწრება დედამიწის დღის აღსანიშნავად გამართულ კონფერენციას Earth Day 2024.
   შეგახსენებთ, რომ გასულ წელს The Globe Program - ისა და NASA-ს პარტნიორობით გამართული სტუდენტური კონფერენციის პირველი წარმომადგენლები გავხდით საქართველოდან და 16 ქვეყნის 95 სკოლასთან ერთად ვიმსჯელეთ კლიმატის ცვლილებებზე!
   The Globe Program მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი განათლების გაუმჯობესებასა და მეცნიერული აღმოჩენების წახალისებას.
   მონაწილე მოსწავლეები: ნინი გულედანი, გიორგი ტატალაშვილი, მარიამ ომიაძე, გიორგი მინესაშვილი, ანასტასია ჯღარკავა, გიორგი ონიაშვილი და საბა ზაქარაია.
პროექტის ხელმძღვანელები: მარინა ხარიტონაშვილი, თინათინ ლაღიძე, ნინო გარუჩავა.