ექსკურსია პარლამენტში

    მეცხრე კლასის მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების გაკვეთილის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტს ესტუმრნენ. მასწავლებლის, ნინია ჯაოშვილის ინიციატივით, უკეთ გაეცნენ საკანონმდებლო შტოსა და საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიას.

    მოსწავლეებმა თანმხლები პირის დახმარებით დაათვალიერეს პარლამენტის სხვადასხვა დარბაზი და მიიღეს ამომწურავი, ისტორიული ინფორმაცია.