აია-ჯესსი ქართულ-კორეულ მშვიდობის ბანაკს მასპინძლობს

 აია-ჯესსი ქართულ-კორეულ მშვიდობის ბანაკს მასპინძლობდა. აღნიშნული ღონისძიება ჯერ კიდევ 2023 წელს დაიგეგმა, როდესაც ჩვენი სკოლის ინგლისურის პედაგოგი, თამარ ლოლიშვილი, კორეაში გამართულ მშვიდობის კონფერენციაზე მიიწვიეს. 

მშვიდობის ბანაკი სამყაროში პოზიტიური ცვლილებების წახალისებას ისახავს მიზნად და ამას მშვიდობასთან დაკავშირებული ძირითადადი ღირებულების სწავლების გზით აკეთებს. პროგრამა მოიცავს ვორქშოპებს აღნიშნული თემატიკის გარშემო, კულტურულ და შემეცნებით ტურებს, ექსკურსიებს და ა.შ. პროგრამის მიზანი იყო აღეჭურვა მონაწილეები იმ ცოდნითა და უნარებით, რომლებიც საჭიროა უფრო მშვიდობიანი მსოფლიოს ჩამოყალიბებაში წვლილის შესატანად.

აია-ჯესსი მომავალშიც ეცდება ამ თანამშრომლობისა და მეგობრობის გაღრმავებასა და გამრავალფეროვნებას.