აია-ჯესსის მასწავლებლებისა და მოსწავლეების ერთობლივი გუნდი, სრული დაფინანსებით, ბერლინში - Future League კონკურსის ფინალურ ეტაპზე გაემგზავრება
ჩვენი სკოლის მასწავლებლები: თამარ ტურაშვილი და ნინო აბესაძე, მოსწავლეებთან ერთად, სრული დაფინანსებით, ბერლინში - Future League კონკურსის ფინალურ ეტაპზე გაემგზავრებიან!
საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა ქსელმა - Science on Stage ევროპამ საერთაშორისო კონკურსი გამოაცხადა თემაზე „მდგრადი განვითარების მიზნების დანერგვა STEM გაკვეთილებზე“, რომელშიც ჩვენი სკოლის პედაგოგები: თამარ ტურაშვილი და ნინო აბესაძე "აიას ბიოლოგებთან" და სტემ კლუბთან ერთად იღებდნენ მონაწილეობას.
წარადგინეს ერთობლივი პროექტი „მომავლის სკოლა“, რომელმაც გაიმარჯვა, ევროპის საუკეთესო 10 სკოლას შორის მოხვდა და გუნდს ბერლინის საგზური მოაპოვებინა.
ჩვენი მასწავლებლები, სამ მოსწავლესთან ერთად, 23-24 ნოემბერს სიამაყით წარადგენენ საქართველოს ბერლინში, კონკურსის ფინალურ ეტაპზე!