ესპანური კულტურისა და განათლების ცენტრი „Iberia” აია-ჯესსის პარტნიორი ხდება
სიამაყით გვინდა გაცნობოთ, რომ ესპანური ცენტრი” Iberia”-Centro cultural y educativo español “Iberia" ჩვენი მეგობარი და პარტნიორი გახდა! ძალიან მალე, ესპანელი მასწავლებელი გვეწვევა და სასწავლო პროცესსაც შევუდგებით.
ჩვენს მოსწავლეებს, ესპანური ენის გაძლიერებულად შესწავლასთან ერთად, საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილ სასწავლო პროგრამებში და იმოგზაურონ ესპანეთის სხვადასხვა რეგიონში.
სკოლის დასრულების შემდეგ კი, მხოლოდ ატესტატით, დამატებითი გამოცდის ჩაბარების გარეშე გაემგზავრონ ბარსელონის ენოტურიზმის ინსტიტუტში, გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება და გააფორმონ სამუშაო ხელშეკრულება.
„ესპანური კულტურისა და განათლების ცენტრი - იბერია“ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს, მათ ვინც ესპანეთში სწავლის გაგრძლებას გეგმავს, უფასო კონსულტაციას გაუწევს.
გიზიარებთ ორგანიზაციის პარტნიორ უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს: ალკალის, ბურგოსის, ბაიადოლიდის, ალიკანტის, მურსიის, ბარსელონის და ლა რიოხის სახელმწიფო უნივერსიტეტები და ბარსელონის ენოტურიზმის ინსტიტუტი.
„ესპანური კულტურისა და განათლების ცენტრი - იბერია“ ასევე თანამშრომლობს ესპანეთის სხვადასხვა რეგიონის მუნიციპალიტეტებთან და ორგანიზაციებთან. შესაბამისად, მრავალ სიახლეს და საინტერესო პროექტს გპირდებით!
