მინიატურული ბაღები პირველკლასელებისგან

სკოლის პირველკლასელები აქტიურად იკვლევდნენ თემას „მცენარეები“. მათ არა მხოლოდ გაიგეს, როგორია მცენარის აგებულება და განვითარების ეტაპები, არამედ გადაწყვიტეს, ეს ცოდნა პრაქტიკაში გამოეყენებინათ და საკუთარი ხელით შექმნეს მინიატურული ბაღები.

საგაკვეთილო პროცესს ხელმძღვანელობდა მასწავლებელი - მარიამ დალაქიშვილი.