მორიგი ვიზიტი ლიეტუვაში
ანა ბარაბაძემ, ანდრია ქელეხსაევმა, ანი ბერულავამ, ანი კოჩალიძემ, ბექა დევიძემ, ნია კვარაცხელიამ, ნიკა სიხარულიძემ, საბა ფიფიამ და ლუკა ონიანმა, ლიდერთან - ნათია მჭედლიშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღეს Erasmus+ პროექტში “Trading my own path – less waste, less stuff, sustainable living.”
ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი ლიეტუვაში 17-26 ივნისს გაიმართა და მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში მდგრადი განვითარების, კულტურული და გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობას, გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებზე სოციალური ინტერესის გაზრდასა და გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრის პროცესში აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას.
გარემოზე ზრუნვა და ნარჩენების ეფექტური მართვა ჩვენი სკოლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, ვილნიუსში, ახალგაზრდულ გაცვლით პროექტზე შეძენილ ცოდნას ჩვენი მოსწავლეები თანატოლებს აუცილებლად გაუზიარებენ და ჩვენც მყისიერად დავნერგავთ სასკოლო ცხოვრებაში.