კიდევ ერთი საერთაშორისო წარმატება
ჩვენი მოსწავლეები და მასწავლებლები The GLOBE Program-ისა და NASA-ს პარტნიორობით გამართული სტუდენტური კონფერენციის პირველი წარმომადგენლები გახდნენ საქართველოდან და 16 ქვეყნის 95 სკოლასთან ერთად იმსჯელეს კლიმატის ცვლილებებზე! 
The Globe Program მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი განათლების გაუმჯობესებასა და მეცნიერული აღმოჩენების წახალისებას. ჩვენი სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი - მარინა ხარიტონაშვილი კი, GLOBE საქართველოს კოორდინატორია!
ჩვენი სკოლის მასწავლებლები - მარინა ხარიტონაშვილი და თინათინ ლაღიძე, მოსწავლეებთან - მაქსიმე ნაავგუსტთან, ნიკოლოზ დანელიასთან, ნინი გულედანთან, მარიამ კუკულაძესთან და გიორგი ტატალაშვილთან ერთად, მსოფლიო კონფერენციაზე, საქართველოში ტემპერატურისა და ნალექების ცვლილებისა და გვალვის შესახებ კვლევით წარსდგენენ.
პრაღაში საგანმანათლებლო ვიზიტის მეორე დღე ვორქშოფებს დაეთმო, სადაც ირლანდიის წარმომადგენლებთან ერთად, 2 გეოგრაფიული პლათფორმა GNSS და Cobotoolbox შევისწავლეთ, რომელსაც აუცილებლად დავნერგავთ სასწავლო პროცესში!
რაც მთავარია, ჩვენი და The Globe Program - ის ხელმძღვანელების: Dana Votapkova-ს, Lenka Kleger-ისა და Bara Semerakova-ს თანამშრომლობა გრძელდება. ახლა უკვე გვაქვს შესაძლებლობა, რომ ყოველ წელს წარმოვადგინოთ ჩვენი სკოლა და საქართველო მსოფლიო ასპარეზზე!