მარიამ საღირაშვილმა ASSIST-ის სასტიპენდიო პროგრამაში გაიმარჯვა
მარიამ საღირაშვილმა ASSIST-ის სასტიპენდიო პროგრამაში გაიმარჯვა, 70 000$ გრანტი მოიპოვა და 2023-2024 სასწავლო წელს, სრული დაფინანსებით, Phillips Academy Andover-ში გაატარებს.
Phillips Academy Andover რეიტინგით ნომერ პირველი კერძო სკოლაა, რომელმაც ამერიკის 2 პრეზიდენტი და 5 ნობელის ლაურეატი აღზარდა.
მარიამი პირველი ქართველი მოსწავლეა, ვინც ASSIST-ის პროგრამის ფარგლებში Phillips Academy Andover-ში გაემგზავრება.
ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეების ტრადიციული წარმატებით!  მარიამ, გილოცავთ ამ გამარჯვებას და გვჯერა, რომ სკოლაში გამომუშავებული უნარების დახმარებით ყველა ახალ გამოწვევას მარტივად გაუმკლავდები!