აია-ჯესსის მასწავლებელი ფულბრაიტის მასწავლებელთა დახელოვნების პროგრამის გამარჯვებულია
გვინდა სიამაყით გაცნობოთ, რომ აია-ჯესსის ინგლისურის მასწავლებელი, თამარ ლოლიშვილი, ფულბრაიტის მასწავლებელთა დახელოვნების პროგრამის გამარჯვებული გახდა და თავის ქვეყანას ლოუველის უნივერსიტეტში წარადგენს.
შეერთებული შტატებიდან თამარი თავის მოსწავლეებს სწავლების თანამედროვე მეთოდების შესახებ უამრავი სიახლითა და საშუალო სკოლებში გავლილი პრაქტიკული კურსით დაუბრუნდება.