აია-ჯესსი გილოცავთ 2023 წლის დადგომას

​ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო და მშობლებო,
სანამ ახალ წელს შევეგებებით, გვინდა შევაჯამოთ 2022 წელი და გამოვხატოთ მადლიერება თქვენი შრომისთვის, თავდადებისთვის და წარმატებისთვის, რომელიც შეუმჩნეველი არ დარჩენილა!
ჩვენ ძალიან ვამაყობთ თქვენით, რადგან 2022 წელს:
-              ერთიანი შრომით დავიმსახურეთ მუდმივი ლიდერის ჯილდო
-              მეექვსედ მოვიპოვეთ NASA-ს საგზური
-              50 - ზე მეტი მოსწავლე გაემგზავრა გაცვლითი პროგრამით
-              ვესტუმრეთ: ამერიკას, იტალიას, გერმანიას, ნიდერლანდებს, ესპანეთს, კვიპროსს, შვედეთს, ფინეთს, რუმინეთს, პოლონეთს, უნგრეთს, ესტონეთს, მოლდოვას და სომხეთს
-              კიდევ ერთხელ არ დავთმეთ საპრიზო ადგილები „ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსში
-              მონაწილეობა მივიღეთ მშვიდობის მსოფლიო კონფერენციაში და მოვიპოვეთ „მშვიდობის ელჩის“ ტიტული
-              გავემგზავრეთ ევროკავშირის მხარდაჭერით გამართულ ევროკონგრეს-კონკურსზე EUCYS
-              ვუმასპინძლეთ სტუმრებს ესტონეთის განათლების სექტორიდან
-              შევიძინეთ პარტნიორი სკოლები კავკასიისა და ევროპის მასშტაბით
-              გავიმარჯვეთ Diamond Challenge-ის კონკურსში
-              ტრადიციული საქველმოქმედო გამოფენის დახმარებით გავახარეთ მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარები და დავიწყეთ წიგნების შეგროვება მაღალმთიანი სოფლების სკოლებისთვის
-              დავრეკეთ მეოცე, საიუბილეო „ბოლო ზარი“ და გულთბილად მივიღეთ 105 თვალებციმციმა პირველკლასელი
მადლობა თითოეულ თქვენგანს 2022 წლის გაფერადებისთვის! მოუთმენლად ველით ახალ წელს და ახალ შესაძლებლობებს!
ყველას ბედნიერ და წარმატებულ ახალ წელს გისურვებთ!​