არ დაიჯერო ყველაფერი, რასაც კითხულობ
მორიგი დასამახსოვრებელი ერთი კვირა რუსთავის საერთაშორისო სკაუტურ ცენტრში, Erasmus+ ახალგაზრდულ პროექტზე!
ანა ბარაბაძემ, ლიზი გველესიანმა და დავით მამედოვმა ფრანგ თანატოლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს პროექტში - Do not Believe Everything You Read (არ დაიჯერო ყველაფერი, რასაც კითხულობ).
შეხვედრები დატვირთული იყო დისკუსიებით, თიმბილდინგებით, ენერჯაიზერებით, ექსკურსიებითა და კულტურული საღამოებით.
პროექტის განმავლობაში, მონაწილეებმა შეისწავლეს დეზინფორმაციის ბუნება და იმსჯელეს მასთან ბრძოლის გზებზე.
მადლობა Georgian Youth for Europe ევროპული შესაძლებლობებისთვის!