მშვიდობის მსოფლიო კონფერენცია
ბექა დევიძე, მარიამ მესხი, მარიამ პაპელიშვილი და ალექსანდრე შიშნიაშვილი მშვიდობის მსოფლიო კონფერენციაზე  დააჯილდოვეს!

მშვიდობისა და ჰარმონიის აქტიური მხარდაჭერისთვის პროექტის ორგანიზატორებმა დამსახურებული მედლები და სერთიფიკატები გადასცეს.

მოხსენება შეეხებოდა ჩვენს სკოლაში დანერგილი ფორმალური და არაფორმალური განათლების ეფექტურ სინთეზს. კერძოდ, Fund Aia-Gess-ს, რომლის ხელშეწყობითაც გაემგზავრა გუნდი მშვიდობის მსოფლიო კონფერენციაზე. ასევე, ისაუბრეს საქართველოში არსებულ რელიგიურ ტოლერანტობაზე და მოხსენების დასასრულს აუდიტორიას სახალისო ქვიზიც შესთავაზეს.

მშვიდობის მსოფლიო კონფერენციაში მონაწილე 11 ქვეყნის წარმომადგენლებიდან, მხოლოდ აია-ჯესსელი ახალგაზრდები დაჯილდოვდნენ!
#წარმატებატრადიციაა #აიაჯესს