AlterBridge-ის გამარჯვებული - მარი ხარიტონაშვილი
Alterbridge University • უნივერსიტეტი ალტერბრიჯი-მა "ალტერნატიული მასწავლებლის" კონკურსის ფარგლებში მარი ხარიტონაშვილი საპატიო მასწავლებლის წოდების სიგელით დააჯილდოვა.
გამარჯვებული კონკურსანტების ვიდეო-პრეზენტაციებში, თემატური აქტუალურობა, პრეზენტაბელურობა, კრეატიულობა, სიახლე და მეთოდურობა, კოპმეტენტური ჟიურის მიერ შეფასდა სწავლების ალტერნატიულ კრიტერიუმებად. პროექტი განხორციელდა მასწავლებლის სახლის აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით.
ProActive Group Georgia-მ გამარჯვებულები Erasmus+ პროფესიული გაცვლითი პროგრამაში მონაწილეობით დააჯილდოვა, სადაც მასწავლებლები იმ უნარებს გაიუმჯობესებენ, რაც აუცილებელია მათი კარიერული და პიროვნული ზრდისთვის.
შეგახსენებთ, რომ მარინა ხარიტონაშვილი მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელი და საქართველოს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულის წევრია.