2022 წ. -პირველკლასების მიღება აია-ჯესსში

სერვანტესის გიმნაზია აია-ჯესსი მასპინძლობდა ულამაზეს გოგო-ბიჭებს, ჩვენი სკოლის მომავალ პირველკლასელებს. დიდი მადლობა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრას (დარეჯან ლორთქიფანიძეს, ნინო გარუჩავას, პავლე რუხაიას, თინათინ ლაღიძეს, თამუნა ტურაშვილს, თქვენი კლუბების ყველა წევრს),  სკოლის თეატრალური სტუდიისა და მუსიკალური სტუდიის ყველა წევრსა და ხელმძღვანელებს (ეკატერინე ფიფიას, თოლო მიქავას, ჩვენს უნიჭიერეს მოსწავლეებს), მშობლებს,  ყველას, ვინც მზე გოგო-ბიჭებს (110 პატარას) აიაჯესსელობად მონათვლის პროცესი გაულამაზეს სიმღერებითა და სცენებით მიუზიკლიდან "მეფე ლომი" და საინტერესო ექსპერიმენტებით გაუღეს ცოდნის ულამაზესი სამყარო.
ბედნიერი იყოს თქვენი შემობრძანება ჩვენს სკოლაში პატარა აიაჯესსელებო. ულამაზეს და ბედნიერ მოსწავლეობის ხანასა და მთელ ცხოვრებას გისურვებთ. მუდამ წარმატებულებს, მართლაც მზეებივით გაბრწყინებულებსა და ანთებულებს, გევლოთ მთელი ცხოვრება. 
მადლობა თქვენ, მადლობა თქვენ მშობლებს რომ მოგვეცით შესაძლებლობა ერთმანეთს ცხოვრება გავულამაზოთ.


გალერეა