Diamond Challenge-ის ფინალი საქართველოში
 2022 წლის 19 მარტს გაიმართა Diamond Challenge-ის ფინალი საქართველოს მასშტაბით, გუნდმა აია-ჯესს-იდან, რომლის მენტორია მარინა ხარიტონაშვილი,  გამარჯვება მოიპოვა.

Diamond challenge არის მსოფლიო დონის კონკურსი, რომელსაც ორგანიზებას უწევს დელავერის უნივერსიტეტი (აშშ). ეს არის კონკურსი, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა წარმომადგენლები წარადგენენ სოციალურ ბიზნეს იდეებს, რომელსაც შეუძლია კონკრეტულ თემში ან მსოფლიოში ცვლილების შეტანა. საუკეთესო იდეის მქონე გუნდს კი ეძლევა შანსი გაემგზავროს ამერიკის შეერთებულ შტატებში და დაესწროს ფინალს. 
ნია ნორაკიძემ და მარიამ შენგელიამ  ჟიურს წარუდგინეს თავიანთი ბიზნეს იდეა, რომელიც შეამცირებს ვირუსის გავრცელების რისკს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.  ამ პროექტმა  დაარწმუნა ჟიური მის ეფექტიურობასა და ინოვაციურობაში, რამაც საბოლოოდ გამარჯვებამდე მიგვიყვანა. 
აია-ჯესსის გამარჯვებული მოსწავლეები მიწვეულები არიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, იმისათვის რომ თავიანთი გამოგონება ფართო საზოგადოებას გააცნონ და ასახელონ საქართველო და აია-ჯესსი.