როგორ გავუმკლავდეთ შფოთს და შევებრძოლოთ სტიგმას - ფსიქიკური ჯანმრთელობის კვირეული აია-ჯესსში
სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესსში ფსიქიკური ჯანმრთელობის კვირეული ჩატარდა. ამ კვირეულისთვის მზადებას სკოლაში სასწავლო პროცესის დაწყებისთანავე შეუდგნენ.
სკოლის ფსიქოლოგების ინიციატივით და ორგანიზებით განხორციელდა პროექტი, რაც ხელს უწყობს ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგრადობას და გლობალური პროცესების გამო წარმოქმნილი მენტალური პრობლემების სწორად გაანალიზებას.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია „ჯანმრთელობას“ შემდეგნაირად განსაზღვრავს - „სრული ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობის მდგომარეობა და არა მხოლოდ ავადმყოფობის არარსებობა”.
პანდემიამ მსოფლიოში ყველას ცხოვრებაზე მოახდინა გავლენა. ახალმა ნორმებმა და წესებმა ბევრი დააფრთხო. ამ პროცესში განსაკუთრებით მოწყვლადები პატარები აღმოჩნდნენ. სწორედ ამიტომ, აია-ჯესსის ფსიქოლოგებმა შექმნეს პროექტი, რომელმაც ერთნაირად მოიცვა როგორც დაწებითი, ასევე უფროსი კლასები.
პატარებმა გაიაზრეს, რომ აქამდე მათთვის უჩვეულო წესების დაცვით, რაც უცაბედად მოახვიეს თაზე, მათ შეუძლიათ გახდნენ გმირები, რადგან ამით დაიცავენ საკუთარ თავსაც და გარშემო მყოფებსაც. უფროსკლასელებისთვის კი ჩატარდა სემინარი, თუ როგორ გაუმკლავდნენ შფოთს, ან პანიკას და შეებრძოლონ სტიგმას.
1992 წლიდან, მენტალური ჯანმრთელობის დღე, 10 ოქტომბერს, მთელ მსოფლიოში აღინიშნება.