ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მთავარი პრიზის გამარჯვებული გუნდი "მედეორი"

  გიმნაზია აია-GESS-ის მოსწავლეები კვლავ გამარჯვებულები არიან და NASA-ში მიემგზავრებიან.
უკვე მეოთხედ, გიმნაზია აია-GESS-ის მოსწავლეებმა ათასწლეულის ინოვაციების კონკურსში გაიმარჯვეს და NASA-ში მიემგზავრებიან.
29 დეკემბერს გაიმართა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2020 წლის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია! 
მთავარი პრიზის გამარჯვებულია გუნდი "მედეორი"! გუნდის მენტორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი დავით სონღულაშვილი.
გაიცანით 2020 წლის გამარჯვებული გუნდი:
ვულოცავთ "მედეორს" გამარჯვებას. გუნდის წევრები არიან - არჩილ მელიქიძე (აია-GESS), გიორგი გოგატიშვილი (აია-GESS), მარიამ უმანკოშვილი (QSI), მარიამ ნინუა (პროგრესი), მარიამ გულაშვილი (თბილისის 175-ე საჯარო სკოლა). 
პირველ ადგილზე გასული გუნდი აშშ-ში NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.