ჯილდო მშვიდობის მსოფლიო ინსტიტუტისგან აია ჯესსის ახალგაზრდა ელჩებს
ქართველმა ახალგაზრდა ელჩებმა მშვიდობის მსოფლიო ინსტიტუტისგან მედლები და სამკერდე ემბლემები მიიღეს მსოფლიო ახალგაზრდულ სამიტში წარმატებული გამოსვლისთვის. ნია ნორაკიძე და მარიამ შევერდაშვილი გიმნაზია აია ჯესსის მოსწავლეები არიან. ნია ნორაკიძე ორ ნომინაციაში იქნა გამარჯვებული, მას ახალგაზრდა ელჩის და ნიჭიერი მონაწილის ჯილდო გადაეცა.