ვირტუალური ბოლო ზარი 2020

მოულოდნელი საჩუქარი მე-12 კლასელებს: რა გააკეთეს მასწავლებლებმა და დირექტორმა მათთვის, რომ ბოლო ზარი ორიგინალურად დარეკილიყო
 ვირტუალური პერანგები, მასწავლებლების ავატარები, ონლაინოვაციები - ეს გიმნაზია აია-GESS-ში ვირტუალურად დარეკილი ბოლო ზარის ფრაგმენტებია. საქართველოში ბოლო ზარის ტრადიცია ათეული წლებია არსებობს, თუმცა კორონავირუსმა არსებული რეალობა შეცვალა და ჩვენი ცხოვრება ნაწილობრივ ვიტუალურ სამყაროში გადაიტანა. პანდემიის გამო ასეულობით სკოლამ ბოლო ზარი გადადო ან სულაც გადააფიქრებინა მისი ჩატარება.

 სიტუაციიდან ორიგინალური გამოსავალი იპოვეს "აია ჯესის" მასწავლებლებმა და დირექტორმა. მათ თავიანთი მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარის ონლაინგადახდა ამჯობინეს.