თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულის შტატების საელჩოსთან

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დახმარებითა და გვერდში დგომით არაერთი წარმატებული პროექტი მოვიყვანეთ სისრულეში. მადლიერების გამოსახატად, აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებს: ლიკა გუმბერიძესა და Sarah L.S Kraegel-ს ვუმასპინძლეთ სკოლაში და გავუზიარეთ გამოცდილება, რომელიც მათი მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების შედეგად მივიღეთ.

Fulbright TEA ფარგლებში დამეგობრებულ სკოლასთან (Francis W. Parker Charter Essential School) გაცვლითი პროგრამის შემდეგ, რომელიც ბოსტონში, მასაჩუსეტსის შტატში ჩატარდა, ჩვენმა უფროსკლასელებმა ათვისებული პრაქტიკები სკოლაშიც დანერგეს. კერძოდ, მოამზადეს ხელნაკეთი პორტფოლიოები, რომელიც სავალდებულო გახდება მე-10 კლასის წარმატებით დასრულებისთვის და მოიცავს ინფორმაციას მოსწავლეების: აკადემიური მოსწრების, კლასგარეშე, არაფორმალური და საკლუბო აქტივობების, საერთაშორისო პროექტების, კონფერენციების, ვორქშოფების, ჰობებისა და მომავლის ხედვის შესახებ.